Monday, April 28, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ენერგიის ხარჯი  და დაზოგვის გზები

პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები  მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვის გზებს რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია.

პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების  გამომუშავებას. ისინი ისწავლიან და შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს, რომელიც დაკავშირებული იქნება  ენერგიის ხარჯის  შემცირებასთან.

პროექტის მიზანი.სხვადასხვა საწარმოში და  ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.

მონაწილეთა ასაკი ;15წელი

ვადები/ხანგრძლივობა;  5 დღე

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ  ურთიერთთანამშრომლობის უნარი, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს , შეადგენენ ცხრილებს ,რომლის საშუალებითაც გამოთვლიან თუ რა ენერგიას  მოიხმარს ოჯახში  თითოეული მოწყობილობა ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვის  განმავლობაში შესაბამისად გაიანგარიშებენ ღირებულებას ლარებში.
დაადგენენ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი; წყლის გასაცხელებლად , ბინის გასათბობად ,მიწის დასამუშავებლად და.აშ

პროექტის მსვლელობა;
თითოეული მოსწავლე გაეცნობა ,რა სახის ენერგიას მოიხმარს მისი ოჯახი; ელექტრულს,
წვის[შეშის ,ქვანახშირის ,თხევადი საწვავის] მზის, წყლის, ქარის.
თითოეული მოსწავლე გაეცნობა ამ ენერგიების  მომხმარებელ მოწყობილობებს და
გააკეთებენ დასკვნებს რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი.
ამ მონაცემების საფუძველზე  შეიმუშავებენ ენერგიის დაზოგვის გზებს რასაც გააცნობენ
თავიანთი ოჯახის წევრებს, რომ რაც შეიძლება შეამცირონ ენერგიის უქმად
ხარჯვა,გამოიყენონ ეკონომიკური ნათურები.....და აშ
მოსწავლეები ისწავლიან, რომ  ენერგიის ხარჯის შემცირება ,რის საფუძველზეც   გაკეთდება ეკონომია შესაბამისად აისახება ოჯახის ბიუჯეტზე.  ამ ცოდნას სხვასაც  გაუზიარებენ და ასწავლიან ენერგიის დაზოგვას,  რაც აისახება ქვეყნის მასშტაბით.

მოსწავლეთა წარმატების შეფასება  მოხდება მათი ჩართულობით პროექტში; პრობლემა  სწორად არის თუ არა წარმოდგენილი,   პროექტის მიზანი არის თუ არა მიღწევადი.   პრობლემის  გადასაჭრელად  ამოცანები არის თუ არა სწორად განსაზღვრული.    არის თუ არა  თითოეული ამოცანის შესატყვისი  კონკრეტული  საქმიანობა სწორად დაგეგმილი.
ახდენს თუ არა ზეპირ პრეზენტაციას, რომლის დროსაც  ყურადღება ექცევა როგორ მეტყველებს ,აყალიბებს თუ არა  პროექტის არსს.  აყალიბებს თუ არა მნიშვნელოვან ეტაპებს.  აცნობიერებს თუ არა ჩატარებულ სამუშაოს შედეგებს.  შეუძლია თუ არა შედგენილი ცხრილების, დიაგრამების ანალიზი და სათანსდო  დასკვნები.

სასწავლო პროექტი პასუხობს  ეროვნული სასწავლო  გეგმის  იმ  სტანდარტებს, რომლის მიხედვით  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ   პროექტის მიზანი ,განსაზღვრონ კვლევის მეთოდები ,მოახდინონ  პროექტის მიმდინარეობის ანალიზი, გააკეთონ სათანადო დასკვნები.

პროექტის ხელმძღვანელი; ც. ხაჭაპურიძე


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა. xachapuridzeciuri@gmail.com

No comments:

Post a Comment